Апісанне на мове арыгіналаKA • Арыгінал
Accessibility links
მთავარ შინაარსზე დაბრუნება
მთავარ ნავიგაციაზე დაბრუნება
ძიებაზე დაბრუნება
Link has been copied to clipboard
ახალი ამბები
თემები
პოლიტიკა
ეკონომიკა
საზოგადოება
კულტურა
სპორტი
ვიდეო
ბლოგები
პოდკასტები
ასათიანის კუთხე
ნიკოს პოდკასტი
60 დეციბელი
განკითხვის დღე
დილის საუბრები
მოლაპარაკე ტექსტები
შინ - უცხოეთში
ლიტერატურული წახნაგები
ამერიკული მოთხრობა
იმპერია და რადიო
გადაცემები
თავისუფლების მონიტორი
ფენოვანი - 2.10
თქვენი პუბლიკაციები
პროექტები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები - 2022
დამოუკიდებლობის 100 წელი
ჩემი სიკვდილის მიზეზია COVID-19
11 წელი - 11 ამბავი
საპარლამენტო არჩევნების ისტორია
ბავშვები პროსტიტუციაში - ამოუთქმელი ამბავი
5 ამბავი - 20 ივნისს დაშავებულები
აგვისტოს ომი
ПРИВЕТ კულტურა
ЭХО КАВКАЗА
გამოიწერე
რთე/რთ-ის ყველა საიტი
პოდკასტები
ძიება
ახალი ამბები
თელავის სასტუმროს ინციდენტზე დაკავებული კაცის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
ივლისი 20, 2026
გაზიარება
იხ. კომენტარები
გიორგი ჭიღლაძის მხარდამჭერი მსვლელობა
დედაქალაქში, პარლამენტის შენობიდან, ე.წ. ტურისტული მარშრუტის გავლით, აბანოთუბნამდე მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა თელავში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. „არასდროს შევეგუებით რუსულ ოკუპაციას“, „პუტინ ხუილო“ - ისმოდა შეძახილები თბილისის ქუჩებში.
გიორგი ჭიღლაძე 18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ძმის ქორწილში იმყოფებოდა, ის პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა, მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუმართან უთანხმოება მოუვიდა - ორივე მხარე ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ადანაშაულებს. სოციალურ ქსელში გავრცელდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაღებული კადრი, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამს ჭიღლაძე ხელს რუსულად მოსაუბრე ქალს. დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ რამდენიმე წუთით ადრე დაკავებულ კაცს „ყელში სწვდა“.
ასევე ნახეთ
ნაცემი ქალი და ჩაშლილი ქორწილი თელავში - ვეცადეთ, აღგვედგინა მოვლენების თანმიმდევრობა
რა მოხდა 18 ივლისს თელავში?
18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ინციდენტი მოხდა - იმ დროს, როცა იქ ქორწილი იმართებოდა, ერთ-ერთ ნომერში მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დამსვენებლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს.
მედიამ იმ ღამით განვითარებული მოვლენების შესახებ მომდევნო დღეს გაიგო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი, რომელშიც ჩანდა, რომ სიძის ძმა ერთ-ერთ ნომერში მყოფ ქალს სახელში ხელს ურტყამდა.
ასევე ნახეთ
დააკავეს კაცი, რომელმაც ერთ-ერთ სასტუმროში ქალს ხელი დაარტყა
პოლიციამ სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე, გამოკითხვის შემდეგ სისხლის სამართლის წესით დააკავა.
დაკავებულის ადვოკატია ლაშა კაპანაძე, რომელიც თავადაც იყო იმ ქორწილის ერთ-ერთი სტუმარი. მისი მონათხრობის მიხედვით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა რამდენიმე წუთით ადრე.
კაპანაძე იხსენებს, რომ სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე, ამის შემდეგ ავიდა მესამე სართულზე და მათ ინგლისურ ენაზე უთხრა, რომ „ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და მათ ფაქტობრივად ჩაშალეს მისი ძმის ქორწილი“. მისი სიტყვებით, ქალი რუსულ ენაზე კომუნიკაციას მოითხოვდა, ჭიღლაძე კი ამბობდა, რომ დაელაპარაკებოდა მხოლოდ ქართულად ან ინგლისურად.
„რაზეც ქალი გახდა უფრო მეტად აგრესიული, გიორგი ჭიღლაძეს სწვდა ყელში და მიაყენა დაზიანება. გიორგი ჭიღლაძემ ხელი გააშვებინა და მიაძახა You fucking wh**e (შე ბო*ო)“.
ადვოკატის თქმით, სწორედ ამის შემდეგ არის გადაღებული ის კადრები, რომლებიც სოციალური ქსელით გავრცელდა:
„ამასობაში ოთახში მყოფი სხვა ქალებიც გამოვიდნენ. ერთ-ერთს ტელეფონი ეკავა და თან ვიდეოს იღებდა...
წამიერად კვლავ გაგრძელდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ორივე ხელი მიარტყა გიორგი ჭიღლაძეს გულ-მკერდის არეში, რაზეც გიორგი ჭიღლაძემ განიცადა ტკივილი.
გიორგი ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და იმ ქალს იდაყვი მოარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ქალი დაეცა“.
ასევე ნახეთ
ქალისთვის ხელის დარტყმის გამო დაკავებულის ადვოკატი ჰყვება, რა მოხდა თელავის სასტუმროში
3 წლამდე პატიმრობა
გიორგი ჭიღლაძის აღკვეთის ღონისძიებაზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ, 21 ივლისს იმსჯელებს. პროკურატურა მისთვის 5000 ლარის ოდენობის საპატიმრო გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
დაკავებულის ადვოკატი, ლაშა კაპანაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მათი მოთხოვნაა სასამართლომ გიორგი ჭიღლაძე დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს.
საპატიმრო გირაო გულისხმობს დაკავებულის მას შემდეგ გათავისუფლებას, რაც ის გადაიხდის შეფარდებულ გირაოს თანხას.
ასევე ნახეთ
თელავის სასტუმროს ინციდენტზე დაკავებულ კაცს ბრალი წაუყენეს
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წაუყენეს: ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის სამ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
გაზიარება
იხ. კომენტარები
Follow us
ბეჭდვა
გამოიწერე
საინფორმაციო გვერდები
ჩვენ შესახებ
პირადი ინფორმაციის დაცვის წესები
ფორუმის წესები
დაგვიკავშირდით
რადიო თავისუფლება, RFE/RL, Inc. ყველა უფლება დაცულია
SM